ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მოთავსებულ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ რვა პაციენტს, მათ შორის ოთხი წლის ბავშვს, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს სეზონური ვირუსი აქვთ და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. 

აღნიშნულ რვა პირს შორის, სამმა კლინიკას გუშინ, გვიან ღამით თავად მიმართა. ისინი გასულ კვირაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში მოგზაურობდნენ. დანარჩენი ხუთი კი, ქუთაისის აეროპორტიდან ორი დღის წინ შეიყვანეს.

მსგავსი თემები