ქუთაისის აეროპორტისკენ მგზავრებს 78-ადგილიანი, გერმანული ავტობუსი მოემსახურება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს დღეიდან, საშუალება აქვთ თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან, GEORGIAN BUS-სთან ერთად, მეორე სატრანსპორტო კომპანია OMNIBUS EXPRESS-ის საშუალებითაც ისარგებლონ. OMNIBUS EXPRESS-მა თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი რეისი დღეს დილით, 9:00 საათზე შეასრულა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, თბილისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით რეისები ახალი, 78 ადგილიანი, კომფორტული, გერმანული SETRA-ს ფირმის ორსართულიანი ავტობუსით შესრულდება. ავტობუსები აღჭურვილია ხანგრძლივი მგზავრობისთვის გათვალისწინებული, კომფორტული და რბილი სავარძლებით, უფასო WIFI გადამცემით და მინიმაცივრით. ბორტზე შესაძლებელია გამაგრილებელი სასმელებისა და წასახემსი პროდუქტების შეძენა.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის მიმართულებით ავტობუსი თბილისიდან, ვარდების მოედნიდან გავა.

მსგავსი თემები