ქუთაისის აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. შატლ-ავტობუსები იმოძრავებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით ე.წ. შატლ-ავტობუსები (Shuttle bus-ები) იმოძრავებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„მოვაგვარეთ ეს, შევთანხმდით და „შატლები“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით იმოძრავებს, ისევე, როგორც რკინიგზის სადგური გარემონტდება, რომელიც 1.5 კმ.-ით არის დაშორებული აეროპორტიდან და ქალაქისთვისაც კარგი იქნება, იმ „შატლს“ დაუკავშირდება ეს რკინიგზის სადგურიც და ჩვენი შტადლერები, რომლებიც მოძრაობს, ქუთაისშიც გაჩერდება“, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები