“ქუ­ჩის გარ­ჩე­ვებს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ისევ ეწი­რე­ბა” – რუსული მედია გიორგი შაქარაშვილზე

გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიას აქტიურად აშუქებენ, როგორც რუსული, ასევე პოსტსსაბჭოთა ქვეყნების მედიის წარმომადგენლები. მედიის წარმომადგენლებს, მომხდართან დაკავშირებით საკუთარი ვერსიები აქვთ, მათი ძირითადი ნაწილი თვლის, რომ ტრაგედია საბჭოთა მენტალობის გავლენის შედეგია.

“ქუ­ჩის გარ­ჩე­ვებს ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე ისევ ეწი­რე­ბა…” – ასე ეხ­მა­უ­რე­ბა 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის ჯერ კი­დევ და­უდ­გე­ნელ ვი­თა­რე­ბა­ში და­ღუპ­ვის ამ­ბავს გა­მო­ცე­მა nor.ge. ავ­ტო­რის თქმით, ეს არის მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებს ერ­გოთ და ბო­ლომ­დე თავი ვერ და­აღ­წი­ეს.

korrespondent.net-ის ცნო­ბით, მე­გობ­რებ­თან პიკ­ნიკს 19 წლის ფე­ხუბრთე­ლის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

“მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე მომ­ხდა­რი უთან­ხმო­ე­ბა სა­სიკ­ვდი­ლო და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თელ­მა, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ერ­თად, იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვა, მას შემ­დეგ ის არა­ვის უნა­ხავს… 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, რო­მელ­შიც 70-მდე მაშ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მისი ცხე­და­რი მდი­ნა­რე­ში იპო­ვეს” – აღნიშნულია სტატიაში.

მსგავსი თემები