“ქრისტეშობა ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება” – ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოსთან ალილოს მსვლელობის მონაწილეებს შობის დღესასწაული მიულოცა და საშობაო საჩუქრები გადასცა.

„გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს. ქრისტეშობა ეს არის ბედნიერება, ეს არის ფერისცვალება, ეს არის სულიერი ამაღლება, დღეს აქ გადმოდის იესო ქრისტეს სახით დედამიწაზე.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები, სიყვარული, თავმდაბლობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხალხი ბედნიერი იყოს. ყველას გილოცავთ, დალოცვილი იყავით და გაიხარეთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ალილოს მსვლელობა დღეს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძარში დასრულდა.

https://mcm.ge/დღეს-ტრადიციულად-სამები/

მსგავსი თემები