ქრთამის აღების ბრალდებით, ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დააკავეს

ანტიკორუფციული სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ბრალდებით, ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ტარიელ თურმანიძე დააკავეს. 

დაკავებულის ადვოკატის, ზაზა პაპიძის თქმით, ტარიელ თურმანიძე ბათუმში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს აიყვანეს.

ადვოკატის თქმით, ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს. თუმცა, ზაზა პაპიძის განცხადებით, საუბარია, სავარაუდოდ, 1000 ლარზე. მისივე ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში გადაჰყავთ და სასამართლო პროცესიც იქ გაიმართება.

მსგავსი თემები