ქორწილის, ქელეხისა და სხვა მასშტაბური ღონისძიებისას ფიზიკური პირები 2 000, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან

სოციალურ ღონისძიებებზე, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, მოგეხსენებათ, რომ ეს უფლებები შეზღუდულია 15 ივლისამდე. შესაბამისად, საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. გამოყენებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა. ამიტომ, დიდი თხოვნით მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, პანდემიის სიტუაცია სტატისტიკურად, საერთაშორისო გამოცდილება, რეგიონში არსებული მდგომარეობა რას გვიჩვენებს, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, 15 ივლისის შემდეგ როგორი რეგულაციები იქნება სოციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით. პირბადის ტარება კი მოგვიწევს პანდემიის ფარგლებში და ეპიდემიის ფარგლებში, თუმცა ეს სიტუაცია თუ კარგად იქნება ადმინისტრირებული და კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოში, შესაძლებელია, პანდემია ზოგადად იყოს გამოცხადებული, თუმცა ეს წესი ჩვენ არ დაგვჭირდეს და გავაუქმოთ კიდეც, პირობითად სექტემბერში, ვნახოთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები