ქობულეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – არასრულწლოვანი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია, ხოლო ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი. ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი, ერთი ქალი და 1 არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1 ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზეა ქობულეთის საავადმყოფოში. დაშავებული ბავშვი მოქალაქემ გადაიყვანა საავადმყოფოში”, – განაცხადა აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები