ქობულეთში ავარიით კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი, მედდა და სასწრაფოს მძღოლი დაშავდნენ

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა, რომლის შედეგად, კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტი, მედდა და სასწრაფო დახმარების ავტომანქანის მძღოლი დაშავდნენ.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს პაციენტი გამოკვლევისთვის გადაჰყავდა, რა დროსაც ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი, ე.წ. ტრაილერი და სასწრაფოს ავტომობილი შეეჯახნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი თემები