ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, რომლის მედპერსონალის ნაწილიც თვითიზოლაციაშია, შესაძლოა, ორშაბათს გაიხსნას

“ქობულეთის სამედიცინო ცენტრი სავარაუდოდ, ორშაბათს გაიხსნება” – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზაალ მიქელაძის თქმით, მედპერსონალის ნაწილი თვითიზოლაციაშია, ორშაბათამდე გაირკვევა, რა რესურსი აქვს კლინიკას და შესაბამისად გააგრძელებს მუშაობას.

ეპიდემიოლოგები მესამე დღეა ქობულეთის რამდენიმე სოფელში მუშაობენ, გრძელდება კონტაქტების მოძიება. ამ დროისათვის ე.წ ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე 8 პირს იკვლევენ. ანალიზები აღებულია და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები