„ქვეყანა მიკროსკოპის ქვეშ არის, არჩევნები გადამწყვეტი იქნება“ – მირიან წიკლაური

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის, მირიან წიკლაურის შეფასებით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებში უნდა შედიოდეს და ხელისუფლებას მსგავსი დაძალება არ უნდა სჭირდებოდეს.

როგორც წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისთვის არჩევნების 50/100-ზე პრინციპით ჩატარება მიუღებელია.

„თავიდანვე გეტყვით, რომ ხელისუფლების შეთავაზება – 50/100-ზე,  სკეპტიკურად ვუყურებ. თუ გვაქვს შერეული სისტემაა, უნდა დარჩეს ისე, როგორც ახლა არის. ოლქების გამსხვილება დიდ უბედურებას მოიტანს და მიზანშეწონილი არც არის“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მოლოდინს, როგორც ამაზე მეგობარი ქვეყნები მიგვითითებენ, დეპუტატის შეფასებით, ეს სწორედ ის საკითხია, რომელიც ქვეყნის ინტერესებში შედის.

„არჩევნების ობიექტურად ჩატარებას რაც შეეხება, სულ რომ არავინ ითხოვდეს და სულ რომ არავინ გაძალებდეს ამას, შენ, ქვეყანას უნდა გქონდეს განაცხდა და სურვილი, რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად. ხელისუფლება იმას უნდა აკეთებდეს, რასაც ხალხს დაჰპირდა.  არჩევნების დროს სრული თავისუფლება უნდა იყოს, ხალხი უნდა ირჩევდეს, ვისაც ენდობა. 4 წლის თავზე კი უნდა აგოს პასუხი იმავე ამომრჩევლის წინაშე. მართალი გითხრათ, სამართლიანი არჩევნების მოლოდინი მაქვს. მიკროსკოპის ქვეშაა ჩვენი ქვეყანა. შეიძლება, ჩვენთან არჩევნები დაძაბულად, ზედმეტად აგრესიულად, პორალიზებულად ტარდებს, მაგრამ, განცდა მაქვს, რომ არჩევნები თავისუფალია“ –  განაცხადა პარლამენტის წევრმა, მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები