„ქვეყანა “ბორძიკებს”, მაგრამ “ბორძიკებს” სწორი მიმართულებით“ – სიმონ ნოზაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.    

როგორც სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, როცა გამოკითხულთა  30% მთავრობის საქმიანობას იწონებს, ეს სულაც არ არის ცუდი მაჩვენებელი

„NDI-სთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ კვლევებს მე ანგარიშს ვუწევ, მაგრამ გააჩნია, რომელი ორგანიზაცია ატარებს ამ კვლევებს, როგორ უსვამენ კითხვებს და ა.შ. მთლიანობაში, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. ქვეყანა “ბორძიკებს”, მაგრამ “ბორძიკებს” სწორი მიმართულებით. მე სხვა გამოსავალს, სხვა ხელისუფლებას, რომელიც უკეთესად წაიყვანდა საქართველოს, მის დემოკრატიულობასა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ.  იმ ოპოზიციურ-პოლიტიკურ სპექტრში, რომელსაც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ჰქვია, მე სხვა ძალას ვერ ვხედავ. გაერთიანებული ოპოზიციაც პირობითია. მათ საქართველოში ლიდერი არ ჰყავთ. მათი ლიდერი ერთადერთია – მიხეილ სააკაშვილი“ – განაცხადა დეპუტატმა.  


მსგავსი თემები