ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რამდენიმე მათგანი საჩხერეში მკურნალობდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, გამოჯანმრთელებული პირი ახალგაზრდა მამაკაცია. მისი ინფორმაციით, საჩხერის სამედიცინო ცენტრში ამჟამად სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორს 13 გამოჯანმრთელებული. კარანტინის რეჟიმში 4427 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 257 ადამიანი გადის.

მსგავსი თემები