“ქვეყანაში აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს და დაუმუშავებელი მიწა არ უნდა დარჩეს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში აგრარული პროცესი არ უნდა შეჩერდეს.

პრემიერმა,  სოფლის მეურნეობის მხარდამჭერ პროგრამებზე ისაუბრა და ის გადაწყვეტილებები  წარადგინა, რაც მთავრობამ პანდემიის პირობებში ფერმერების დასახმარებლად მიიღო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს, რომ აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს ქვეყანაში და არ უნდა დარჩეს ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ შეიმუშავა კონკრეტული გეგმა იმ პროგრამებისა, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე არსებობს ფერმერების დასახმარებლად, ამ პროგრამების დაფინანსების გასაზრდელად.

ამასთან ერთად, სპეციალური დამატებითი ღონისძიებების მისაღებად, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად: თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით. დაახლოებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საშუალო დონისა და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად, გააჩნიათ 10 ჰა მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2 000 ლარის ოდენობით. ეს, რა თქმა უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომლებსაც აქვთ შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, ყველა ფერმერი 1 ჰექტარზე მიიღებს 150 ლიტრ დიზელის საწვავს, რომელიც გარანტირებულად საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

„საერთოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ახლა უკვე ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად, არა მხოლოდ კრიზისში დღეს, წელს, არამედ მომავალი წლებისთვის და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია, გითხრათ გარანტირებულად, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე დიზელის ფასი ბაზარზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე გიორგი გახარიას თქმით, დღეს ყველა ფერმერი საქართველოში, რომელთა რაოდენობა არის 42 ათასი, სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, სარწყავი წყალი ექნებათ უფასოდ 2020 წლის განმავლობაში.

„ამასთან ერთად, მინდა, გითხრათ, რომ თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის  ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო, ფულის სახით, პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით დაეხმარება ამ სამუშაოების ღირებულების 50 პროცენტით. ეს იქნება გრანტი“, – აცხადებს გიორგი გახარია. პრემიერის ინფორმაციით, აღნი

მსგავსი თემები