ქვების სროლა გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრების მხრიდან

გორის საფეხბურთო სტადიონზე, გორის „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრებს შორის მომხდარ დაპირისპირებას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ჩხუბისას არავინ დაშავებულა, თუმცა, დამტვრეულია სპორტული ინვენტარი.

დაპირისპირების მიზეზი ეროვნული პირველობის მატჩის ფრედ დასრულება გახდა. რის შემდეგაც სტადიონზე ქვების სროლა დაიწყო.

კლუბ „დილასა“ და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრების დაპირისპირებაზე შსს-მ ძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები