ქეთევან გორჯესტანი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საპატიო წევრია 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილი შვილს, პროფესიით ჟურნალისტ ქეთევან გორჯესტანს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა ასოციაციის საპატიო წევრობის სტატუსი მიანიჭა.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს შეხვდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ყურადღება სპორტის მნიშვნელობასა და განვითარებაზე გამახვილდა.

მსგავსი თემები