„ქართულ ოცნებაში“ გადაადგილებები დაიწყო

„ქართუ ოცნებაში“ ცვლილებები დაიწყო. კერძოდ დღეს გამართული პოლიტიკური საბჭოს შეხვედრის შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ „ქართულ ოცნებას“ ახალი თანამდებობები ექნება. ამ ეტაპზე, ეს სიახლე კი მხოლოდ პარტიის მდივნებს შეეხოთ.

„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება თანამდებობებზე პარტიის მდივნების დანიშვნის თაობაზე. შემოღებულ იქნა პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის პოლიტიკური მდივნის თანამდებობა და აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს პარტიის პოლიტ საბჭოს წევრი გიორგი ვოლსკი. აქტიურ პარტიულ საქმიანობას უბრუნდება ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც დაიკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნის და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის თანამდებობას. ყველასთვის ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის გამორჩეული თვისებებისა და გამოცდილების მქონე ადამიანი, რომელიც 2011 წლიდან მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებასა და ჩამოყალიბებაში და რომელმაც პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში“ – აღნიშნა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე და დასძინა რომ ირაკლი ღარიბაშვილი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პარტიის შემდგომ გაძლიერებაში.

მსგავსი თემები