ქართულმა დიასპორამ სამაგალითო წვლილი შეიტანა მშობლიური ენის განვითარებაში – სალომე ზურაბიშვილი 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენა – გაყიდვას ესტუმრა. მან სიხარულით აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნახა, რომლებიც ლიტერატურის მიმართ ინტერესს ავლენენ.

მისი თქმით, ახალგაზრდებს ყოველმხრივ ხელშეწყობა სჭირდებათ.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, თბილისის წიგნის დღეებზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად ცოცხალია ქართული კულტურა, ამას ადასტურებს გამომცემლობების მრავალფეროვანი პავილიონებიც.

ამ თვალსაზრისით მან დიასპორის წარმომადგენლების როლზეც ისაუბრა, რომლებმაც დიდი და სამაგალითო წვლილი შეიტანეს ქართული მწერლობის განვითარებასა და მის შენარჩუნებაში.

„ერთ -ერთი საინტერესო პრეზენტაცია, რომელზე დასწრების შესაძლებლობაც მქონდა, ეხებოდა უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ლევან მუსხელიშვილის წიგნს. ის დიდი ხანია, ცხოვრობს უცხოეთში და, ამის მიუხედავად, ისე კარგად შეინახა მშობლიური ენა, რომ მისმა წიგნმა ჩვენს ქვეყანაში ლიტერატურული პრემია მიიღო. ეს არის მაგალითი უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, – მათ შეუძლიათ მთლიანად იყვნენ ჩართულნი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში და საერთოდ, ყველა სფეროში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მუდმივი კავშირისთვის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები