“ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები” – ღარიბაშვილის პასუხი პრეზიდენტს

“ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს”- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვოს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, ჯართან დაკავშირებით.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია:

“ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები. როგორც თავდაცვის მინისტრმა, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს, ” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

მსგავსი თემები