“ქართული წარმოების პირბადე ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან დაგიცავთ” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მოსახლეობას მიმართა, რომ ის ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან სრულად იცავს.

„ტელესივრცეში და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადესთან დაკავშირებით, რომელიც მე მიკეთია. მე არ ვპასუხობ არავის, უბრალოდ, მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, ასევე კოვიდ19-სგან.ეს პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამიტომ, ვეუბნები მოსახლეობას, რომ ეს პირბადე არ არის საშიში, ის თქვენ დაგიცავთ და ამის მოხმარება შეიძლება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ, რომელსაც თავადაც საქართველოში წარმოებული პირბადე ეკეთა.

მსგავსი თემები