“ქართული პოსტი, რომლის არსებობაც ძაბავს სიტუაციას, უნდა მოიხსნას” – ჯიოევი

ე.წ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო “პრეზიდენტის” სრულფასოვანი წარმომადგენელის პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში, მურატ ჯიოევის განცხადებით, ქართული მხარე დათმობაზე არ წამოვიდა, ამიტომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. 

ჯიოევის თქმით, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება ჟენევის დისკუსიისა და ინციდენტებზე რეაგირებისა და თავიდან აცილების მექანიზმის ჩარჩოებში.

ჯიოევის განცხადებით, ქართველებმა ამ პოსტის არსებობა სოფელ წნელისის თავზე არის ფაქტორი, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს.

„ჩვენ ერთი მოთხოვნა გვაქვს – ეს ქართული პოსტი, რომლის არსებობაც ძაბავს სიტუაციას, უნდა მოიხსნას. ქართული მხარე ჯერ არ წამოვიდა დათმობაზე, მიუხედავად იმისა, რომ პოსტის განთავსების თაობაზე მათი არგუმენტები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ თუ საქმე, როგორც ისინი ამტკიცებენ, სოფლის უსაფრთხოების საკითხს ეხება, მაშინ დადგან პოსტი თავისი სოფლის ტერიტორიაზე. რა შუაშია აქ წნელისი“, – განაცხადა ჯიოევმა.

მსგავსი თემები