„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშია მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, ყვავილებითა, თუ ბოქლომებით” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება.

წულუკიანის თქმით, მთავარია, არ დაირღვეს კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს.

„პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილებით, თუ ბოქლომების საშუალებით. მთავარია, რომ არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება.

ყოველთვის, როდესაც ეს ზღვარი იქნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი აღარ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა რამდენიმე დღის წინ. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც რიგითმა მოქალაქემ, როგორც იუსტიციის მინისტრმა და როგორც ვიცე-პრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, სპეცრაზმელს, მთელ შსს-ს და მინისტრს იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები