„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერთა ნაწილი იმყოფება

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი პარტიის ლიდერთა ნაწილი იმყოფება. თუმცა, უცნობია, რა ფორმატში იმართება შეხვედრა და გეგმავენ თუ არა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები განცხადების გაკეთებას.

მმართველი პარტიის ოფისში მისული დეპუტატი სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომის შესახებ შეტყობინება არ მიუღია და გია ვოლსკისთან შესახვედრად, პირად სამუშაო საკითხთან დაკავშირებით მივიდა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიციელები არიან მობილიზებული.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

მსგავსი თემები