„ქართული ოცნების“ ოფისთან, აქციაზე მოძრაობა „შეცვალეს“ კიდევ ერთი წევრი დააკავეს

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც დღეს ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა გამართა,  მოძრაობა “შეცვალეს” კიდევ ერთი აქტივისტი, ტიტე გედენიძე დააკავეს.

მოძრაობის წევრების თქმით, მათმა აქტივისტმა ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კედელზე წარწერა დატოვა -“შეცვალე” და “წადი”, რაც დაკავების მიზეზი გახდა.

მანამდე ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეცვალეს 3 წევრი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი თემები