„ქართული ოცნების“ ოფისთან ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

„უფლებადამცველთა ასოციაციის“ წევრებმა და „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, ლაშა ჩხარტიშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართეს. დემონსტრანტებმა ადგილზე  სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს.

აქციის მონაწილეები ჩხარტიშვილის დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პერმამენტულ აქციებს აანონსებენ.

ლაშა ჩხარტიშვილს 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით წაუყენეს.

მსგავსი თემები