„ქართული ოცნების“ არჩევანი სალომე ზურაბიშვილია

მმართველი გუნდი საკუთარ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირას ოფიციალურად  გამოაცხადებს. არაოფიციალურად კი „ქართული ოცნება“ არჩევანს სალომე ზურაბიშვილზე აჩერებს. „ქართული ოცნება“  საარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჩაერთვება.

აღნიშნული ინფორმაცია „მთავარს“ „მმართველ გუნდის“ არაერთმა წარმომადგენელმა დაუდასტურა. უფრო მეტიც, ოგიერთ მაჟორიტარს უკვე სთხოვეს ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად განაცხადა, „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ კანდიდატს პირობების გარეშე დაუჭერს მხარს.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ რომელიმე დამოუკიდებელ და უპარტიო კანდიდატს, ეს იქნება ჩვენი პოზიცია და კონკრეტულ ადამიანზე ჩვენი პოზიცია მას შემდეგ ჩამოყალიბდება, რაც გადავხედავთ სრულ სპექტრს იმ კანდიდატების, რომლებიც დაასახელებენ თავის თავს საპრეზიდენტო არჩევნებზე. დღეს სახელებსა და გვარებზე საუბარი არასწორი იქნება. პრინციპი არის შემდეგი – კანდიდატი უნდა იყოს რეალურად დამოუკიდებელი და უპარტიო, რათა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ჰქონდეს“, – აღნიშნა  პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები