“ქართული ოცნება” ხვალ უმრავლესობის სხდომას გამართავს

ხვალ, 11 საათზე, “ქართული ოცნების” ოფისში, უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“2020 წელს ქართველი ხალხი გადაწყვეტს ვის ანდობს თავის მომავალს. ვწუხვარ, რომ ჩვენმა თანაგუნდელებმა მიიღეს გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვების, თუმცა, პატივს ვცემთ მათ. ხვალ, გვექნება უმრავლესობის სხდომა. ჩვენ, აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ პასუხისმგებლობას მომავალზეც” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

მსგავსი თემები