„ქართული მულტფილმების გაცოცხლება“ – ღონისძიება ბაგა ბაღში

N13 ოლქის სამგორის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, წინუბნის ბაგა-ბაღში ჩატარებულ ღონისძიებას დაესწრნენ.

ღონისძიება „ქართული მულტფილმების გაცოცხლება“ ოთხ-ხუთ წლიანთა ჯგუფში ჩატარდა. როგორც შოთა ხაბარელმა აღნიშნა, ღონისძიება სანახაობრივად და შინაარსობრივად საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა.

„აღმზრდელებმაც და აღსაზრდელებმაც ბევრი იმუშავეს, ძალიან მოინდომეს და ბავშვური სილაღით გააცოცხლეს მულტფილმების „ ჩხიკვთა ქორწილი“-სა და „სოფლის მაშენებლების“ პერსონაჟები და სიუჟეტები.ღონისძიება ძალიან მხიარული, ლამაზი და საინტერესო გამოვიდა, ხოლო აღმზრდელ-აღსაზრდელთა ერთიანობამ განსაკუთრებული ელფერი შესძინა“ – აღნიშნა დეპუტატმა.

მსგავსი თემები