„ქართული მარში“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით გამოდის და აქციებს აანონსებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარში“ ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებს ითხოვს, თუ მოთხოვნა გაზიარებული არ იქნება, საპროტესტო აქციებს აანონსებს. განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„უმთავრესი მოთხოვნა, რაც უნდა დადგეს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ვადამდელი არჩევნები ეს არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არ აწყობს არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგანაც ერთიც მშვენივრად გრძნობს თავს ხელისუფლებაში და მეორეც კომფორტულად აა ე.წ საპარლამენტო ოპოზიციის საფარ ქვეშ. უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ რევოლუციას. ამ მოთხოვნას ჩვენ დავაყენებთ მოთხოვნას და თუ მისი იგნორირება მოხდება, იქნება აქციები, რომელიც სხვა მოთხოვნებამდეც მიგვიყვანს“ – აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები