“ქართული მარშის” ოფისთან აქტივისტები იკრიბებიან

ორგანიზაცია “ქართული მარში” “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო შეკრებას მაინც გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ “ღირსების მარშის” გამართვა ისევ გადაიდო, აქტივისტები ამ ინფორმაციას არ ენდობიან და თავისუფლების მეტროს მიმდებარედ იკრიბებიან.

ამ წუთისთვის, რუსთაველის #1-თან “ქართული მარშის” წევრები და მათი მხარდამჭერები არინ მობილიზებულები. როგორც შეკრებლებმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას განაცხადეს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ქვეყნის დასაცავად.

“ვიკრიბებით ომის ვეტერანები, პატრიოტები, ჩვენი ქვეყნის მამულიშვილები, რომლებსაც ამ ქვეყნის გადარჩენისთვის სისხლი გვაქვს დაღვრილი. თუ ჩვენს ქვეყანას დ სამშობლოს სჭირდება, ომის ვეტერანები მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ მის დასაცავად. არავითარ შეთხვევაში დავუშვებთ ამ “პარადს”. ვეტერანები ჩვენს ქვეყანას ყოველთვის დავიცავთ” – განუცხადა ვეტერანმა მაია გიორგაძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

კონკრეტული გეგმა, რას აპირებენ შეკრებილები, ამ ეტაპისთვის უცნობია. როგორც ისინი ამბობენ, მთელი დღის განმავლობაში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში იმოძრავებენ.

აქტივისტებს თან აქვთ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დროშა.

მსგავსი თემები