ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის” კაპიტალის 100 პროცენტიანი წილი 14.25 მილიონ დოლარად იყიდება.

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს საქართველოში განხორციელებულ, ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 კვტ/სთ–ია. ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს მიიღეს. სადგურის სიმძლავრე 20.7 მეგავატია.

საჯარო აუქციონი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ და „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ” გამოაცხადეს. მასში მონაწილეობის მიღების მიზნით დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია 31 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.

აუქციონი 2019 წლის 15 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი თემები