„ქართველ ქმართან გაშორების მერე გიდგება ცხოვრებაში გაზაფხული?“

„იმ ქალბატონების ვიდეოებიც დადეთ, ვინც მანამდე იყო ლამაზი “სოფლი ტურფა” და კარგი ქმრის ხელში დაემსგავსა ქალს“ – ასე ეხმიანება ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი გავრცელებულ ვიდეოს იმ ქალების შესახებ, რომლებიც ქართველ მამაკაცებზე იყვნენ გათხოვილი, მათთან დაშორების შემდეგ კი წარმატებას მიაღწიეს და ცნობილი სახეები გახდნენ.

„რას ემსახურება ეს ფარულად ეს ვიდეო? ანუ, რომ დაანახოს გათხოვილ ან გასათხოვარ ქალებს და საზოგადოებას, რომ ქართველ მამაკაცთან ქორწინებაში ხარ “бледная, невзрачная“, არასაინტერესო, არასექსუალური და ქმართან გაშორების მერე გიდგება ცხოვრებაში გაზაფხული, ემსგავსები ქალს, ხდები სექსუალური და სასურველი, წარმატებული? სადღაც, კიდეც რომ ასე იყოს, რა საჭიროა ამის აგიტაცია და ხაზგასმა? მაშინ იმ ქალბატონების ვიდეოებიც დადეთ, ვინც მანამდე იყო ლამაზი “სოფლი ტურფა” და კარგი ქმრის ხელში დაემსგავსა ქალს. არ შეიძლება ახალგაზრდობის ასეთი აგიტაცია….არა“ – ამბობს თამარ ივერი.

მსგავსი თემები