ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები 22:6 დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა “ბორჯღალოსნებმა” კრასნოდარში, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა.

ეს წელს უკვე “ბორჯღალოსნების”მეხუთე გამარჯვება იყო, რითაც ქართველი მორგბეები “რაგბი ევროპაზე” გამარჯვებულებიც გახდნენ.

1993 წლიდან დღემდე, ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ფედერაციის ნაკრებ გუნდთან 22-ჯერ ითამაშეს, საიდანაც “ბორჯღალოსნებმა” რუსებთან მხოლოდ ერთხელ წააგეს, 20-ჯერ მოიგეს, ერთხელ კი თამაში ფრედ დაამთავრეს.

დღეს „ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტაიმი 10:3 მოიგეს, საბოლოოდ კი ანგარიში 22:6-ით დაასრულეს.

მსგავსი თემები