ქართველმა ვეტერანმა მორაგბეებმა ამსტერდამელებთან ამხანაგური მატჩი გამართეს 

თბილისში, დიღმის სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ ახალ ბაზაზე საიუბილეო მატჩი ვეტერან მორაგბეებს შორის გაიმართა. მატჩიდან 40 წლის შემდეგ ერთმანეთს შეერკინენ თბილისის „ლოკომოტივი“ და ამსტერდამის რაგბის კავშირის ვეტერანები.

ქართველი მორაგბეები მოედანზე შინდისფერი კვართებით გამოვიდნენ. მატჩს წაუძღვა ყოფილი მორაგბე, ვეტერანი მსაჯი, თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი მენეჯერი და ცნობილი სატელევიზიო კომენტატორი, თემურ ჯაფარიძე.

ქართველ და ჰოლანდიელ ვეტერანებს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სამახსოვრო მედლები გადაეცათ. რაგბის მხარდაჭერის პროგრამა ფონდმა „ქართუმ“ ათი წლის წინ დაიწყო. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა.

მსგავსი თემები