ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ქვიშის პირველი თამაშებისთვის ემზადებიან

2019 წლის 10-15 ოქტომბერს, აშშ-ის ქალაქი სან დიეგო მსოფლიოს ქვიშის პირველ თამაშებს – ‘World Beach Games’ უმასპინძლებს. თამაშებში მონაწილეობას საქართველოს დელეგაციაც მიიღებს. ქართველი სპორტსმენები აქტიურად ემზადებიან მასშტაბური ღონისძიებისთვის.

როგორც „მედიაცენტრ მტავარს“ საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს, მოჭიდავეთა ნაკრები დაკომპლექტებულია თავისუფალი სტილით მოჭიდავეებით, მათ შორისაა ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი და ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი. მათ წინ ელით 4 სალიცენზიო ტურნირი. პირველი ეტაპი 29 მარტს, პორტუგალიის ქალაქ ჩავესში გაიმართება. მოჭიდავეების შეკრება ქალაქ თბილისის მერიამ დააფინანსა.

მსგავსი თემები