„ქართველი ჟურნალისტები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკიდურესად ეგზალტირებული ქალბატონები არიან” – პუშკოვი

„ქართველი ჟურნალისტები, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკიდურესად ეგზალტირებული ქალბატონები არიან”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი სტრაბურგში, სერგეი ლავროვსა და ქართველ ჟურნალისტებს შორის მომხდარ ინციდენტს.

პუშკოვის თქმით, მას ქართველი ჟურნალისტების ზეწოლა არაერთხელ განუცდია.

„მათი ზეწოლა საკუთარ თავზე არაერთხელ განმიცდია – მოსკოვშიც, სტრაბურშიც და ევროსაბჭოშიც. ისინი აგრესიულ-ისტერიული ჟურნალისტიკის ყველაზე ცუდ მოდელს მიმართავენ. მიაჩნიათ, რომ პასუხი ძირფესვიანად უნდა გამოგგლიჯონ“, – წერს პუშკოვი “ტვიტერზე”.

ცნობისთვის, გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც მისგან კომენტარის მოპოვებას ცდილობდნენ, „ავადმყოფები“ უწოდა.

მსგავსი თემები