ქართველი მძღოლი, რომელსაც მანქანა-მაცივრით არალეგალები გადაჰყავდა დააკავეს

ქართველი მძღოლი, რომელსაც საბერძნეთში, მანქანა-მაცივრით 41 არალეგალი მიგრანტი გადაჰყავდა დააკავეს. 41 მიგრანტიდან, 6 არასრულწლოვანია. დამალული მიგრანტები სირიიდან, ირანიდან და ავღანეთიდან არიან. “სქაი ნიუსის” ცნობით, ისინი ევროკავშირის ზონაში ცდილობდნენ შეღწევას. 

მანქანა, ბულგარეთის სანომრე ნიშნებით, საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა. 8 მიგრანტი სუნთქვითი პრობლემებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც მანქანა-მაცივრით არალეგალი ემიგრანტები გადაჰყავთ.

მსგავსი თემები