ქართველი კარატისტი ევროპული თამაშების ნახევარფინალშია

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ნახევარფინალშია.
ჯგუფურ ეტაპზე არქანიამ 1 შეხვედრა მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. B ჯგუფში დაკავებული მეორე ადგილით, ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა და სულ ცოტა ბრინჯაოს მედალი გაიფორმა.
ფინალში გადასასვლელად, გოგიტამ აზერბაიჯანელი ასიმან გურბანლი უნდა დაამარცხოს.

მსგავსი თემები