ქართველი ემიგრანტის გაყინული სხეული ტბაში იპოვეს – ტრაგედია იტალიაში

იტალიაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა. მოკლეს თუ თავი მოიკლა, ამ ეტაპზე უცნობია. ახალგაზრდა ქალი ქ. რუსთავიდანაა, რომელიც იტალიაში, ტრენტოში მუშაობდა. გარდაცვლილის შვილი დედას ემოციურ პოსტს უძღვნის.

გარდაცვლილის შვილმა დედას დაბადების დღე წერილით მოულოცა, თუმცა, მოასწრო თუ არა მან შვილის წერილის წაკითხვა, არავინ იცის, რადგანაც, სწორედ, საკუთარ დაბადების დღეს გარდაიცვალა.

„ჩემს ყველაზე ლამაზ, ჩემს ყველაზე მაგარ, ყველაზე ძლიერ, ყველაზე მეგობრულ დედიკოს ვულოცავ დაბადების დღეს, ბედნიერებაა როცა ასეთი მაგარი ადამიანის შვილი გქვია, ცხოვრებისეულ წარმატებას, ბედნიერებას და სიყვარულს გისურვებ. სიყვარული ხარ…“ – ასე ულოცავს გარდაცვლილს შვილი დაბადების დღეს.

„ტბაში იპოვეს შენი გაყინული სხეული….. რატომ აარჩიე შენი დაბადების დღე რატომ….იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი.შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით. ჩვენ არ შეგვიძლია შენი სიყვარულის გარეშე… რა ცარიელია სამყარო უშენოდ, გვზარავს, როდესაც ვფიქრობთ, რომ ვერასდროს გნახავთ, ყველას თვალწინ გვიდგას შენი თბილი სახე და თვალები თითქოს გაჩერდაო დროის დინება. შენი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს დრო ვერ გააყუჩებს სიცარიელეა ჩვენს გულებში. შეუხორცებელ ჭრილობად გვაქვს შენი არყოფნა, შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა“ – წერენ გარდაცვლილის ახლობლები.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი თამარ ნეფარიძეა. ახლობლებისთვის თვითმკვლელობის ვერსია დაუჯერებელია.

„ვერ დავიჯერებ, რომ თავი მოიკლა! არ დატოვებდა მის ერთადერთ შვილს ასე…. მითუმეტეს აქ ელოდებოდა იტალიაში“ – აცხადებენ ახლობლები.

მსგავსი თემები