ქართველი გენერალი რუს გენერალს: უღირსი კაცი ყოფილხარ ალასანია, შენ! 

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე, სამთავრობო დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი სიმონ ნოზაძე, ერთ-ერთ უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ ჩანაწერთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიას უღირს კაცს უწოდებს.

სიმონ ნოზაძე მოუწოდებს ალასანიას, უდიერად ნუ იხსენიებს ქართველ ერს, ჩამოვიდეს საქართველოში და აქ თქვას, რაც სათქმელი აქვს.

” ჩემთვის აღმაშფოთებელია ამგვარი უდიერი დამოკიდებულება საკუთარი ერის მიმართ. მე, ქართველი გენერალი, რუს გენერალს ვეუბნები, – უღირსი კაცი ყოფილხარ ალასანია, შენ! ისე მოიხსენიებ ქართველ ხალხს… ერთი ჩამოდი და პირისპირ დაგველაპარაკე ღირსეულ ქართველებს და გვითხარი რაც იქ გაახმოვანე ქართველი ხალხის მიმართ. მეტროთი იმგზავრე აბა, თუ მართალი კაცი ხარ! იქ ფული ბევრი გაქვთ, გადაწყვეტილების მიღება თქვენზეა დამოკიდებული და გგონიათ, რომ ყველაფერს მიაღწევთ. ვერ მიაღწევთ, ვერ აურევთ ქვეყანას!”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი შეფასებით, სააკაშვილი – ალასანიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც გუშინ გავრცელდა, შემაშფოთებელიც არის და აღმაშფოთებელიც.

“შემაშფოთებელია ექსპრეზიდენტის განზრახვა, ჩვენი საზოგადოების რადიკალიზაცია მოხდეს, ახალგაზრდების ჩაერთონ ე.წ. რევოლუციურ პროცესებში. რაღაცას ელოდებიან, რაღაც უნდა მოხდეს, არ ხდება ეს რაღაც და ამაზე აღშფოთებულები არიან, თან უკვეთავენ ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირის ლიკვიდაციას, ოცნებობენ, რომ მილიონ დოლარს გადაიხდიან. მე საზოგადოების ნაწილი ვარ და ვიცი, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. ის, რომ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ამ თემაზე საუბარი და ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების სურვილი არიონ პოლიტიკური სიტუაცია. ქვეყანა სტაბილურია და ეს სტაბილურობა აშფოთებს ალასანიას, როგორც ჩანაწერში ჩანდა”, – აცხადებს სიმონ ნოზაძე.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულ საიტ zdes.com.ua -ზე  ექსპრეზიდენტ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც, ერთ-ერთ ეპიზოდში თემურ ალასანია ქართველებს “ავადმყოფ ერს ” უწოდებს და იმუქრება.
მიხეილ სააკაშვილი კი ამბობს, რომ ორი ელემენტის გაძლიერება სჭირდებათ: რევოლუციური ახალგაზრდობის და  თბილისის middle class-ის, რადგან საბოლოო ჯამში რევოლუციას ისინი ახდენენ.
​”მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში და ეგ, ეგრე არ არის. ისიც არის, მაგრამ გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს “Self made“ ბიზნესები თბილისის ცენტრში”, – ამბობს სააკაშვილი.
თემურ ალასანია: ჩვენი მომხრეები ეგენი არ არიან, თავიდანვე გითხარი. აი, ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არ გამოვა.
მიხეილ სააკაშვილი: და თან, ამ სირებს რომ ჰგონიათ, რომ ამათთან რაღაც დიდს მიაღწევ.
თემურ ალასანია: არა. ეს არის „ავანტყოფი“ ერი რა. ეს არის… ამათ სანამ არ დაა…ვამ თავზე და სანამ დედას არ მოუ…ავ, ვერ იგებენ ვერაფერს რა
მიხეილ სააკაშვილი: ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება და ახლა რატომ იქნება…
თემურ ალასანია: მაგათი დედა მოვ…ან მე ქართველების „პროსტა“. ქართველების დედა მოვ…ან „პროსტა“. ვინ არიან ესენი ტო? ეს „ავანტყოფი“ ერი ვინ არის ტო? დავიღალე იცი „პროსტა“ აი ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები რაღაცას. მივდივარ-მოვდივარ… სულ რაღაცა ხვალ-ზეგ, აი, ახლა მოხდება, აი, ახლა მოხდება…

შორენა პაპაშვილი

მსგავსი თემები