„ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში, მოდით, მოვიაროთ ყველა კუთხე“ – გიორგი გახარია

პანდემიიდან გამომდინარე, პემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, საქართველოს ყველა კუთხე მოიარონ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვალდებულებიც ვართ, ჩვენი კუთხეების შესახებ ვიცოდეთ და შვილებსაც ვაჩვენოთ.

„ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია დღეს საქართველო, თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად და უსაფრთხოდ, ადამიანზე ზრუნვით ძლევს ამ გამოწვევას. ეს ყველაფერი უნდა შევინარჩუნოთ ბილომდე და არ უნდა გამოვეკიდოთ მაღალი რისკის შემცველ იდეებს. შიდა ტურიზმზე მაგრად უნდა ვიმუშაოთ. ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ პირველ რიგში, სქართველოში. იმდენი ადგილია რაც არ გვინახავს, იმდენი ადგილი, რაც უბრალოდ ხანდახან სრცხვილია რომ არ ვიცით. გვაქვს ამისი შესაძლებლობა ახლა და მოდით, მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულადაც და ვალდებულებიც ვართ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებსაც ვანახოთ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ ფერმერებთან შეხვედრაზე.    

მსგავსი თემები