„ქართველები ფეთქებადი ხასიათის ხალხი ვართ, სადღაც შესაძლოა „გაწყდეს“, მოთმინებასაც აქვს საზღვარი“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადება საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და საზოგადოებას მოუწოდა მეტად დაფიქრდეს.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, რო მოთმინების ძარღვი სადღაც აუცილებლად გაწყდება და ქვეყანაში, შესაძლოა უმართაი სიტუაცია მივიღოთ.

„ალბათ ყველასათვის თვალში საცემია უკანასკნელ პერიოდშ, სიძულვილის, სიცრუის და ცინიზმის ენა სოციალურ ქსელებში, პოლიტიკურ წრეებში და ზოგიერთ ტელევიზიაში, სადაც ბილწსიტყვაობასაც აღარ ერიდებიან. დღეს, შემიძლია ვთქვა, რომ 30 წლიანმა პოლიტიკამ სიძულვილი დათესა ერთმანეთის მიმართ და ეს დღითიდღე ძლიერდება და ღრმავდება. ბუნებრივია, შემთხვევითი არაფერია და ვფიქრობ, ამასაც კონკრეტული მიზანი აქვს. ეს მხოლოდ მის ინტერესებში შედის, ვინც ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას, განვითარებას და რევანშიზმითაა შეპყრობილი. სადაც „სიძულვილის ენაა“, ნეგატივით ხალხის მართვა ბევრად ადვილია. უფრო მეტიც, „სიძულვილის ენა“ არაპროფესიონალიზმის მანიშნებელია. როცა არ გაქვს არგუმენტები, გადადიხარ ლანძღვა-გინებაზე და ეხები ღირსებას“ – აღნიშნა დეპუტატმა.

ხუნდაძის შეფასებით, სიტყვის თავისუფლება აბსოლუტურ თავისუფლებასა და ყველაფრის თქმას არ გულისხმობს, რაცადამიანს ენაზე მოადგება.

„სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავას იმას, რაც ენაზე მოგადგება, ყველაფერი თქვა. არც თავისუფლება შეიძლება გადავზარდოთ თავნებობაში. თანამდებობის პირებს გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ღირსება თანამდებობაზე მეტია. ზოგჯერ საქვეყნოდ ვაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, რასაც ხშირად ოჯახის წევრები – შვილები, მეუღლეები, დები და ძმები ისმენენ და ისმენს საზოგადოებაც. არ გავხადოთ ისინი შურისმაძიებლები, თორემ, ამას, შესაძლოა, დასასრული აღარ ჰქონდეს ან ცუდად დასრულდეს. ქართველები ფეთქებადი ხასიათის ხალხი ვართ და სადღაც შესაძლოა „გაწყდეს“. მოთმინებასაც აქვს საზღვარი. იქნენ სწორედაც ეს არის დამკვეთის მიზეზი. ამ ყველაფრით ჩვენ მივიღებთ სიძულვილით სავსე ახალგაზრდობას, რაც უფროს თაობას ბუმერანგივით დაგვიბრუნდება და რის გამოსწორებასაც შესაძლობა თაობები დასჭირდეს. პოლიტიკა არც ჩვენ დაგვიწყია და არც ჩვენ დავამთავრებთ. ეს არის სფერო, სადაც დროებით მოვდივართ და მერე მივდივართ. მთავარი არც მოსვლაა და არც წასვლა. მთავარია ის, თუ რას ვუტოვებთ მომავალ თაობას? კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას – უარი ვთქვათ „სიძულვილის ენაზე“ და ვიყოთ ყველა ფრთხილად. სადღაც სახიფათოდ არ „გაწყდეს“! – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე.

მსგავსი თემები