„ქარელზე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი კი არა, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო“ – ირაკლი ოქრუაშვილი

„ქარელზე რომ კომენტარი გავაკეთო, ოქრუაშვილი არ უნდა ვიყო, გამოშტერებულიშვილი უნდა ვიყო,“ – ასე ეხმაურება „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, მიხეილ ქარელის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ადამიანებს ხალვაშის ხელმოწერის გასაყალბებლად ავარჯიშებდა.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ მიმართული ხელისუფლების ქმედებები არაადეკვატურია.

„არაადეკვატურები რომ არიან, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ჭადრაკს ვეთამაშებით და ისინი სამკარტიან დურაკას გვეთამაშებიან ყველას, ამ წლების განმავლობაში. არიან თუ არა შეწუხებულები, ვერ გეტყვით. აბსოლუტურად არასერიოზულები არიან. ოდნავ მაინც ლოგიკური რაღაც დაერიგებინათ“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

„თენგიზ კიტოვანს გააკეთებინონ კიდევ რაიმე კომენტარი“, – დასძინა ოქრუაშვილმა.

მსგავსი თემები