ქაოსურად განაშენიანებულ ქალაქში გადარჩენა შეუძლებელია – არქიტექტორი საბერძნეთის ტრაგედიაზე 

დაუგეგმავი, ქაოტური და თვითნებური განაშენიანება საბერძნეთისთვის სერიოზული პრობლემაა. ქვეყანაში მომხდარი სტიქიის შედეგად, რომელმაც რამდენიმე ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ეს პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. დღეს სპეციალისტები საუბრობენ იმაზე, შესაძლებელია თუ არა, სწორი განაშენიანების პირობებში, ტრაგედიის მსგავსი მასშტაბების თავიდან აცილება?

​როგორც ბერძენი არქიტექტორი, კონსტანტინოს მორაიტისი ადგილობრივ მედიასაშუალებებთან საუბრისას აცხადებს, საბერძნეთი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს, ამიტომ კლიმატის ცვლილებებისა და ცეცხლის გარდა, მას წყალდიდობა და მიწისძვრაც ემუქრება. აქედან გამომდინარეა, დასახლებები გეგმაზომიერად განაშენიანდეს, არქიტექტორული და გეოლოგიური ნორმების შესაბამისად.

ბერძენი არქიტექტორის თქმით, რაც მოხდა ხანძრის დროს, მოხდა სტიქიის ზონის მოსახლეობისგან განსატვირთი გზის არარსებობის გამო. ათეულობით ავტომობილი დაიბლოკა გზებზე და ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ გადარჩენილიყვნენ, საკუთარ ავტომობილებში დაიწვნენ.

“ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ადგილას არ ხდება განტვირთვა, ალბათ, იმიტომ, რომ ეს იყო სწრაფი ცეცხლი, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს სხვა გარემოებაშიც. სამწუხაროდ, პრობლემა არ არის მატი, სავსეა საბერძნეთი მატისნაირი ტერიტორიებით “, – აცხადებს არქიტექტორი.

​მისივე თქმით, საბერძნეთში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც ტყის მასივებშია შეჭრილი დასახლებები.
“ხშირად ვაშენებდით თვითნებურად, ხშირად ვმუშაობდით სპეციფიკური დიზაინის გარეშე, რომელიც არ იქნა შეჩერებული ან გაუმჯობესებული, ისე, რომ გადარჩენის შესაძლებლობას იძლეოდეს კრიტიკულ მომენტებში, ცეცხლის თუ არა, მიწისძვრის შემთხვევაში მაინც. არა მხოლოდ მატიში, არამედ ძალიან ბევრ ადგილას საბერძნეთში, საშუალოდ განათლებული ბერძენი უარს ამბობს საღ აზრზე. ხელისუფლებაშიც მრავალი ათწლეულის მანძილზე სჯერათ, რომ ჩვენ არ გვექნება გადასაწყვეტი კრიზისული საკითხები,”- განაცხადა არქიტექტურის პროფესორმა კონსტანტინოს მორაიტისმა.

პროფესორი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლება იზრუნებს ცალკეული მოქალაქეების თვითნებობის აღკვეთაზე და ქალაქისა თუ სოფლის დაგეგმარებაში სერიოზული ცვლილებები შევა.

“აქ გვაქვს საბერძნეთის მთლიანი საზოგადოების ქრონიკული პრობლემა. არა მხოლოდ ხანძარი, ასევე არებობს წყალდიდობის პრობლემა საბერძნეთის ბევრ კუთხეში, წლების განმავლობაში. მრავალი ათწლეულის განმავლობაში ნაკადები გვხვდება საბერძნეთის ქალაქებში. ვცადოთ, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ ხელისუფლებას და სახელმწიფოს კარგ საქმეში. მოვითხოვოთ მათ, უკეთესი ცხოვრების პირობები არა მხოლოდ კერძო საკუთრების დაცვის გაუმჯობესება”, – განაცხადა მორაიტისმა.

საველე კვლევამ გამოავლინა ნაკლოვანებები სახლების მშენებლობაში: სახურავი, კარ-ფანჯრის ჩარჩოები და  ნაწილები, ხელს უწყობდნენ შენობაზე ხანძრის გავრცელებას. ამ დროს შესაძლებელია ისინი დაცვის ფუნქციით ყოფილიყო გამოყენებული.

საყურადღებოა დასახლების ურბანული დაგეგმარება, ის “ხაფანგად” იქცა მოსახლეობისთვის, რომელიც ევაკუაციას ცდილობდა: ვიწრო ქუჩები, მრავალრიცხოვანი ჩიხი, განსაკუთრებით გრძელი შენობების ბლოკები, გვერდითი გაქცევის საშუალების გარეშე. ძირითადად მაღალსართულიანი შენობები ან იატაკები დაზარალდა, ნაკლებად დაზიანდა მიწისქვეშა საცხოვრებლები. გამოკვლევებიდან გამომდინარე, ჩანს, რომ სანაპიროზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ხანძრის შესახებ შეიტყო იმ ადამიანებისგან, ვინც გამორბოდა მატის დასახლების დასავლეთ ნაწილიდან და არა რომელიმე ორგანიზაციის ადრეული გაფრთხილების სისტემის საშუალებით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ თითქმის ნულოვანი გაფრთხილებისა და რეაქციის დრო დარჩათ.

საბერძნეთის აღმოსავლეთით, 23 ივლისის საბედისწერო საღამოს განვითარებულ დრამატულ მოვლენებზე  საუბრისას, სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილე დიმოსთენის ანაგნოსტაკისმა  განაცხადა, რომ მოსახლეობაში არსებობდა ილუზია, რომ ისინი უსაფრთხოდ იყვნენ, რადგან არსებობდა მარათონოს ქუჩა, რომელიც ფუნქციონირებს, როგორც ცეცხლის საწინააღმდეგო ზოლი.

“რეგიონში, ხაზგასმით აღინიშნა, რომ, ვინაიდან წლების მანძილზე ხანძარი აღმოსავლეთიდან იწყებოდა და დასავლეთის მიმართულებით ვრცელდებოდა, ამიტომ ხალხს შეექმნა უსაფრთხოების განცდა, მარათონის ქუჩის გამო. თუმცა ეს არცერთ ოფიციალურ ორგანოს არ გაუვრცელებია. ვფიქრობ, ეს იყო ილუზიის ტრაგიკული შედეგები “, – განმარტა მან.

კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ორგანიზებულად ევაკუაცია, სახანძრო სამსახურის უფროსის მოადგილემ განმარტა, რომ ევაკუაცია არ ხდება ავტომატურად, ის გეგმას ექვემდებარება, ამას კი დრო სჭირდება. მოვიდნენ ავტობუსები, აიყვანონ ხალხი და გაარიდონ ადგილს, რაც მისივე თქმით, რეალისტური არ არის.​

წყარო: georgians.gr

მსგავსი თემები