“ქალებმა მეტად უნდა იაქტიურონ და ჯარში წასვლის მეტი სურვილი გამოთქვან” – ირაკლი ღარიბაშვილი

“თავდაცვის სამინისტრო ლიდერია გენდერის საკითხებში მიღწეული პროგრესით. კერძოდ, ჩვენს სისტემაში 8%-ს ქალები წარმოადგენენ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

„სამოქალაქო ნაწილში 51% მანდილოსანია, ხოლო მისიებში – 2.7%. სულ ახლახანს 25 მანდილოსანი ჩაეწერა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ქალების მხრიდან ინტერესი მზარდია და ჩვენ ამ მიმართულებას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს. რა თქმა უნდა, ქალებისთვის ჯარში წასვლა არაა სავალდებულო, მაგრამ ვინაიდან ქალებს აქვთ პრეზენზია და ასეცაა ეს – რომ არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს, მათ შორის ესაა ქვეყნის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ქვეყნის წინაშე, ვფიქრობ, რომ ქალებმა ამ მიმართულებით მეტად უნდა იაქტიურონ და ჯარში წასვლის მეტი სურვილი გამოთქვან“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

მსგავსი თემები