“ქალაქში არსებულ რეალობას სწორი პროექტების განხორციელებით შევცვლით” – კახა კალაძე

“გვაქვს კონკრეტული უბნები და ქუჩები, სადაც ისეთი მშენებლობებია განხორციელებული, რაც ყველას გვაწუხებს. შესაბამისად, ახალი გენგეგმა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქის განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში სწორად მოხდეს და ქაოტური განაშენიანება თავიდან ავიცილოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა და შესაბამისად, სამშენებლო ნებართვების გაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა წარმოდგენილი იქნება დენდროლოგიური პროექტი და სატრანსპორტო კვლევა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ თითოეული მშენებლობის დროს გამწვანებისა და ტრანსპორტის საკითხებს განვიხილავთ, რაც სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს აუცილებელი და სავალდებულოა. არცერთი ნებართვა არ გაიცემა, თუ ჩვენ არ გვექნება სრულყოფილი კვლევა ტრანსპორტზე და თუ დენდროლოგიური პროექტი არ იქნება წარმოდგენილი. ჩვენ განსაკუთრებული მიდგომა გვაქვს მწვანე სივრცეებთან მიმართებაში და ქალაქში უკვე თვალშისაცემია ის პროექტები, რასაც ვახორციელებთ. მაგალითად, გზაგამყოფები იყო ბეტონის და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა ვიზუალური თვალსაზრისითაც. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო, ეს გზაგამყოფები გავამწვანეთ, მოვაწყვეთ სარწყავი სისტემები. თუნდაც მერიასთან, სააკაძის მოედანზე ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე გვაქვს.” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები