„ფული სვანიძის მხარესაა“ – „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი

„ლოკომოტივის“ პრეზიდენტი თემურ  ბენდიაშვილი, აცხადებს, რომ „საქართველოს რაგბის კავშირის“ ამჟამინდელი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე არჩევნებში არ უნდა იღებდეს მონაწილეობას, რადგან მას შესაბამისი არც კომპეტენცია გააჩნია და არც მორალური უფლება. აღნიშნული განცხადება მან „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

ბენდიაშვილი მკვეთრად გამოხატავს თავის დადებით დამოკიდებულებას კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, დეპუტატ ირაკლი აბუსერიძის მიმართ გამოხატავს.

„ის რაგბისტია, რომელიც ჩვენს ნაკრებში 10 წელი თამაშობდა, კარგი მოთამაშე იყო. მას სხვა პლუსებიც აქვს, ამასთან ერთად მას რომ ველაპარაკებით ის გაიგებს რას ვეუბნებით, სვანიძე კი ვერ იგებს“ – განაცხადა „ლოკომოტივის“ პრეზიდენტმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, როგორც წინა არჩევნებზეც, ახლაც მკვეთრადაა გამოხატული ორი მხარე: ძალიან ბევრი ფული და არაფერი.

„ერთ მხარეს ფულია, მეორე მხარეს არაფერი. ფული სვანიძისაა. მისი პრობლემა კი არასწორი მმართველობაა, როგორც ქართველ კაცს ახასიათებს ახლობლების მოყვანა და კავშირის ჩაძირვა. ცუდი მმართველობა, არამარტო კავშირში, არამედ შიდა წრეში. კავშირს უნდა შეემოწმებინა როგორ ემზადებოდა ნაკრები.  მათი მწვრთნელი მიუხედავად იმისა, რომ 2 წელი ცუდ თამაშებს ატარებს, მასთან შეხვდრას ვითხოვდით, მაგრამ არ მოხდა. ამათი  ინტერესები მხოლოდ მიწის გაყიდვაა, რაშიც ვაჭრული სული გამოიხატება“ –  განაცხადა „ლოკომოტივის“ პრეზიდენტ,ა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 იანვარს საქართველოს „რაგბის კავშირის“ პრეზიდენტი არჩევნები იმართება. არჩევნებში კენჭს მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე ისევ იყრის. ასევე, პრეზიდენტობისთვის პარლამენტის წევრი, სპორტსმენი ირაკლი აბუსერიძე იბრძოლებს.


მსგავსი თემები