ფსიქოტროპული პრეპარატების ნარკოტიკულ საშუალებად გავრცელებაზე საპატიმრო სასჯელის დაწესება

საქართველოს პარლამენტი სექტემბერში, პირველივე სესიაზე იმსჯელებს კანონპროექტზე, რომელიც გულისხმობს ფსიქოტროპული პრეპარატების ნარკოტიკულ საშუალებად გავრცელებაზე საპატიმრო სასჯელის დაწესებას, ასევე, ყველა ნარკოტიკული საშუალების არალეგალურად დატოვებას და მათი მოხმარების აკრძალვას.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ასევე, ინექციური ნარკოტიკის შემცირება, ამისთვის აუცილებელია დეკრიმინალიზაცია, რომელიც გულისხმობს საპატიმრო სასჯელის გაუქმებას და მის მკურნალობით ჩანაცვლებას.

​მისივე თქმით, საპატიმრო სასჯელის მკურნალობით ჩანაცვლება არის ის მიდგომა, რომელიც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს და რისთვისაც ერთი წელიწადია იბრძვის.

​​ამავე ლოგიკაში უნდა მოექცეს მარიხუანის რეგულირებაც, რათა ნაკლები ზიანი მიადგეს განსაკუთრებით მომავალ თაობას და შევამციროთ ნარკოტიკების მომხმარებლები მათ შორის მარიხუანის, ​ნიკოტინის, ბიოს და სხვა. იმავე ინიციატივაში, ფსიქოტროპული პრეპარატები უტოლდება ნარკოტიკულ დანაშაულს და სასჯელი განისაზღვრება პატიმრობით. ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც შსს-მ მკვეთრად შეზღუდა ჰეროინის და ტრადიციული ნარკოტიკების გავრცელება შავ ბაზარზე”, – აცხადებს აკაკი ზოიძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლებმა სამართალდამცველებს მისცენ ბერკეტები, რათა მათ შეძლონ ნარკომანიის პრობლემის აღკვეთა.

მსგავსი თემები