ფსიქიატრიული საავადმყოფოდან პაციენტი გაიქცა

რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან 19 წლის პაციენტი გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფორუსთავი“ ავრცელებს.

სააგენტოს ახალგაზრდის მამა დაუკავშირდა.

„ჩემი შვილი დღეს დილით გაიქცა ფსიქიატრიულიდან, ძალიან გთხოვთ ყველას დამეხმარეთ მის მოძებნაში. აქვს ფსიქიკური პრობლემები, თუმცა, არ არის აგრესიული, უფრო შიშის ნიშნები აქვს.

ახალგაზრდა არის ფეხშიშველა, ტანთ აცვია ლურჯი ზედა-ქვედა კაპიშონიანი სპორტულები”, – აცხადებს გოგა ტურიაშვილი.

თუ ვინმემ აღნიშნული პირი ქუჩაში შეამჩნია დარეკეთ:  599 96 22 23 ან 112-ში.

მსგავსი თემები