“ფრენების აღდგენა მიეხმარება როგორც ტურიზმს, ასევე ათასობით ქართველს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას მიესალმება, ვინაიდან, მისი თქმით, ეს მიეხმარება როგორც ტურიზმს, ასევე ასი ათასობით ქართველს, რომელთაც გარკვეულ მობილობაში პრობლემა ექმნებოდა.

რაც შეეხება რისკებს, პრემიერის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა უნდა იყოს უფრო ჯანსაღი და რისკების მართვის მენეჯმენტი – უფრო ხარისხიანი.

გიორგი გახარიამ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოაგვაროს ის ურთულესი და უმწვავესი პრობლემები, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.

პრემიერის განმარტებით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს.

მსგავსი თემები